მიგრაციის სამსახური მარტში შეიქმნება

მიგრაციის სამსახური მარტის თვეში შეიქმნება. ეს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ მიაწოდა, რომელმაც პარლამენტს, მეორე მოსმენით, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონპროექტი წარუდგინა. იზორიას ცნობით, მიმდინარეობს არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც სექტემბრამდე დასრულდება. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი თბილისში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვლ კორპუსებთან ახლოს შენდება. მისვე თქმით, მარტში საქართველოში ჩამოსვლას სადამკვირვებლო მისია აპირებს, რათა პროცესს მონიტორინგი გაუწიოს.
“ჩვენ ამ მისიას დავპირდით, რომ სამსახური მარტში შეიქმნებოდა და დანაპირებს ვასრულებთ – შეიქმნება მთავარი სამმართველო და ამ სამმართველოს ერთ-ერთი სტუქტურული რგოლი განთავსების ცენტრი იქნება. ის უცხოური გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები