კიევის ცენტრში ცნობილ მუსიკოსს ფეხი მოსტეხეს
მუსიკალური ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს ალექსანდრ პიპეს გუშინ კიევის ცენტრში ფეხი მოსტეხეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ვლად სოდელმა გაავრცელა. „ჯგუფ ,,Вопли Видоплясова-“ს ბასგიტარისტს ,,ბერკუტელებმა“ ფეხი მოსტეხეს“, – წერს ფოტოგრაფი. სურათის მიხედვით, მუსიკოსს მარცხენა ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმებმა არტაშანი დაადეს. ალექსანდრ პიპეს თაყვანისმცემლები მას ფეისბუქის საშუალებით გამოჯანმრთელებას უსურვებენ, რისთვისაც მომღერალი მათ დიდ მადლობას უხდის.