უკრაინაში შტურმს კიდევ ერთი ქალბატონი ემსხვერპლა (ვიდეო)
უკრაინის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი შენობის შტუმრის შედეგად ხმელნიცკში ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. შტურმისას ქალბატონი შენობის სიახლოვეს, წინა რიგში იდგა და გულში 8 ტყვია მოხვდა. ქალბატონი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. შენობის შტურმის მომენტში დაიჭრა კიდევ ორი მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ათასობით აქტივისტმა დღეს ჯერ შტურმით ხმელნიცკის ადმინისტრაციული შენობა აიღო, შემდეგ კი – უშიშროების სამსახური.