10 ნიჭიერი შეშლილი, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი იდეები მიაწოდეს
ნიჭიერი მწერლის ცხოვრება დიდ რისკსაც მოიცავს, რომელიც უკავშირდება მის ყველაზე დაუცველ ნაწილს – ცნობიერებას. წარმატებისკენ აღმასვლა კი, როგორ უმტკივნეულოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, ყოველთვის უკავშირდება შეუცნობელთან, აკრძალულთან, ან გიჟურთან სახიფათო თამაშს.
AdMe.ru წარმოგვიდგენს სულით არცთუ ისე ჯანმრთელი ავტორების სიას, რომლებმაც მსოფლიოს აჩუქეს არა მარტო დიდი ლიტერატურული ნაშრომები, არამედ წლებზე განვრცობილი გენიალური შემოქმედებითი სულისკვეთება.
პაციენტი 1
ედგარ ალან პო
ამერიკელი მწერალი და პოეტი (1809-1849წწ)
დიაგნოზი: სულიერი აშლილობა. ზუსტი დიაგნოზი დაუდგენელია
სიმპტომები: სიბნელის შიში, მეხსიერების ჩავარდნები, დევნის მანია, არაადეკვატური ქცევა, ჰალუცინაციები
ავადმყოფობის ისტორია: უკვე 1830 წლის ბოლოდან ედგარ პოს აწუხებდა ხშირი დეპრესიები. გარდა ამისა, იგი ბევრ ალკოჰოლს სვამდა, რაც მის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებდა: ალკოჰოლის ჭარბად მიღების გამო მწერალს ხშირად აგრესიული ფსიქიკური აშლილობა ეუფლებოდა. ალკოჰოლს კი მალე ოპიუმი დაემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა ახალგაზრდა მეუღლის მძიმე ავადმყოფობამ (პომ ცოლად შეირთო 13 წლის საკუთარი ბიძაშვილი ვირჯინია. ქორწინების შვიდი წლის შემდეგ, 1842 წელს ქალბატონი ტუბერკულიოზით დაავადდა და ხუთი წლის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა). ვირჯინიის გარდაცვალების შემდეგ – მისთვის დარჩენილი სიცოცხლის ორ წელიწადში ედგარ პომ კიდევ ორჯერ მოასწრი შეყვარება და ორჯერ სცადა დაქორწინება. პირველი მცდელობა ჩაიშალა საპატარძლოს უარის გამო, რაც გამოწვეული იყო პოს მორიგი აშლილობის გამო. მეორე მცდელობა, კი ჩაიშალა სასიძოს გამოუცხადებლობის გამო: ქორწილის წინ პო უზომოდ დათვრა და შეურაცხად მდგომარეობაში ჩავარდა. იგი ხუთი დღის შემდეგ ბალტიმორის ერთ–ერთ იაფფასიან დუქანში იპოვეს. მწერალი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას საშინელი ჰალუცინაციები ჰქონდა და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოს უდიდესი შიში, რომ არ გარდაცვლილიყო სიმარტოვეში – ახდა: პო ბევრ ადამიანს ართმევდა პირობას, რომ ისინი მის გვერდით იქნებოდნენ სიცოცხლის ბოლო მომენტში. მაგრამ, 1849 წლის 7 ოქტომბერის ღამის სამ საათზე, როდესაც პო გარდაიცვალა, მის გვერდით არც ერთი ახლობელი არ აღმოჩნდა. სიკვდილის წინ პო სასოწარკვეთით უხმობდა თავისთან ჩრდილოეთ პოლუსის მკვლევარ ჯერემი რეინოლდს.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: პოპულარული, თანამედროვე ორი ლიტერატურული ჟანრი. პირველი – საშინელებათა (მოთხრობა) რომანი. ედგარ პოზე დიდი გავლეან მოახდინა ჰოფმანმა. თუმცა, ჰოფმანისეული ნაღვლიანი რომანტიზმი პომ პირველმა შედღვიბა ნამდვილი საშინელების კონსისტენციამდე – მძიმე, გამოუვალ და მეტისმეტად მძაფრ დონემდე („გული–გამომაშკარავებელი“, „ეშერების სახლის დაცემა“ ). მეორე ჟანრი – დეტექტივი. ზუსტად მუსიე ოგიუსტ დიუპენი ედგარ პოს რომანების გმირი („მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, „მარი როჟეს საიდუმლო“) გახდა დედუქციური მეთოდის და მისი აპოლოგეტის შერლოკ ჰოლმსის ფუძემდებელი.
პაციენტი 2
ფრიდრიხ ნიცშე
გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1900წწ)
დიაგნოზი: ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია (უმეტეს ბიოგრაფიაში უფრო ლიტერატურული დასახელებაა – ავი სულით შეპყრობილი)
სიმპტომები: განდიდების მანია (აგზავნიდა შეტყობინებებს შემდეგი ტექსტით: „ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანებს შორის დედამიწაზე“. ითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ საკუთარ სახლს „ტაძრად“ მიიჩნევდა). გონების დაბინდვა (ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცხენს ეალერსებოდა, რითაც ხელს უშლიდა საგზაო მოძრაობას); ძლიერი თავის ტკივილები; არაადეკვატური მოქმედება. ნიცშეს სამედიცინო ბარათში ნათქვამია, რომ ავადმყოფი ჩექმიდან სვამდა საკუთარ შარდს, გამოსცემდა არაადამიანურ ხმებს, საავადმყოფოს დარაჯს ბისმარკად მიიჩნევდა, ცდილობდა კარებში შუშის ჭიქის ნამსხვრევებისგან ბარიკადების აღმართვას, საწოლთან იატაკზე ეძინა, თხასავით კუნტრუშებდა, იჯღანებოდა და მარცხენა მხარს წინ წევდა.
ავადმყოფობის ისტორია: ნიცშემ რამდენიმე აპოპლექსიკური დარტყმა გადაიტანა; სიცოცხლის ბოლო ოცი წელი ნერვული აშლილობა სჭირდა (ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები – მაგალითად, „ასე ამბობდა ზარატუსტრა“), თერთმეტი მათგანი მან ფსიქიატრიულ საავადმყოფაში გაატარა. სახლში მასზე არ ზრუნავდა დედა. მისი მდგომარეობა მუდმივად მძიმდებოდა – სიცოცხლის ბოლოს ფილოსოფოსს შეეძლო მხოლოდ უბრალო ფრაზების შედგენა.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: ზეადამიანის იდეა (როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზუსტად ეს ადამიანი, რომელიც წინწამოწეული მარცხენა მხრით დაკუნტრუშობდა თხასავით, ასოცირდება ჩვენში თავისუფალ, ზემორალურ, სრულყოფილ პიროვნებასთან, რომელიც არსებობდა ბოროტებისა და სიკეთის მიღმა). ახალი მორალის იდეა (ბატონთა მორალი მონათა მორალის სანაცვლოდ): ჯანმრთელმა მორალმა უნდა გაგვითქვას სახელი და განამტკიცოს ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა ძალაუფლებისკენ. ყველა სხვა მორალი მტკივნეულია და ქვედაცემული. ფაშიზმის იდეოლოგია: ავადმყოფები და სუსტები უნდა დაიხოცნენ, უძლიერესებმა – გაიმარჯვონ („წასაქცევს ხელი კარი!“). დასაშვებია „ღმერთი მკვდარია“.
პაციენტი 3
ერნესტ ჰემინგუეი
ამერიკელი მწერალი (1899-1961წწ)
დიაგნოზი: მწვავე დეპრესია, გონებრივი აშლილობა.
სიმპთომები: სუიციდური მიდრეკილებები, დევნის მანია, ნერვული ჩავარდნები.
ავადმყოფობის ისტორია: 1960 წელს ჰემინგუეი კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა. მას ხშირი დეპრესიები აწუხებდა, შიშის განცდა და გაუწონასწორებლობა, მას პრაქტიკულად აღარ შეეძლო წერა – ამის გამო საკუთარი ნებით დათანხმდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობას. ჰემინგუეიმ ელექტროშოკის ოცი სეანსი გადაიტანა. ამ პროცედურების შესახებ მან ასეთი გამოხმაურება გააკეთა: „ექიმებს, რომლებიც მე ელექტროშოკის სეანსებს მიტარებდნენ, მწერლების არ ესმით: რა აზრი იყო იმაში, რომ ანგრევდნენ ჩემს ტვინს და შლიდნენ ჩემს მეხსიერებას, რომლებიც ჩემს კაპიტალს წარმოადგენენ და მაგდებდნენ მე ცხოვრების კიდეზე? ეს ბრწყინვალე მკურნალობა იყო? მაგრამ მათ პაციენტი დაკარგეს.“ კლინიკიდან გამისვლისას ჰემინგუეი დარწმუნდა, რომ აღარ შეუძლია ძველებურად წერა და პირველად სცადა თავის მოკვლა, მაგრამ ახლობლებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა. მეუღლის თხოვნით, მან გაიარა მკურნალობის მეორე კურსი, თუმცა თავისი განზრახვები არ მოიშალა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მან საყვარელი ორლულიანი თოფის ორივე ლულა დატენა და თავში დაიხალა.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: „დაკარგული თაობის“ იდეა. ჰემინგუეი, ისევე როგორც მისი ეპოქის მეგობარი რემარკი, გულისხმობდა კონკრეტულ თაობას, კონკრეტული ომის დოლბანდებში დაფშვნილს, თუმცა ტერმინი მეტისმეტად მაცდური და მოსახერხებელი აღმოჩნდა – მას შემდეგ ყოველი თაობა პოულობს იმის მიზეზებს, რომ საკუთარი თავი დაკარგულად ჩათვალონ. ახალი ლიტერატურული ილეთი, „აისბერგის მეთოდი“, როცა ძუნწი, შეკუმშული ტექსტი გულისხმობს გულუხვ, სულისშემძვრელ ქვეტექსტს. შემოქმედებასა და ცხოვრებაში განხორციელებული ახალი ნიმუშის „მაჩიზმი“. ჰემინგუეის გმირია – მკაცრი და არამრავალსიტყვიანი მებრძოლი, რომელსაც ესმის, რომ ბრძოლა უაზროა, მაგრამ იბრძვის ბოლომდე. ჰემინგუეისეული ყველაზე უკომპრომისო მაჩო გახდა, ნუ, ალბათ, მებადური სანტიაგო („მოხუცი და ზღვა“), რომლის ბაგეებში დიდმა ჰემმა ჩადო შემდეგი ფრაზა: „ადამიანი იმისთვის არ არის შექმნილი, რომ აიტანოს დამარცხება. ადამიანის განადგურება შეიძლება, მაგრამ მას ვერ დაამარცხებ“. თვით ჰემინგუეი – მონადირემ, ჯარისკაცმა, სპორტსმენმა, მეზღვაურმა, მეთევზემ, მოგზაურმა, ნობელის ლაურეატმა, რომელთა სხეული მთლიანად ნაიარევებითაა დაფარული, – ბევრის დიდად გასაწბილებლად ბოლომდე არ იბრძოლეს. თუმცა მწერალმა თავის იდეალებს არ უღალატა. „მამაკაცს არა აქვს უფლება, მოკვდეს ლოგინში, – ამბობდა ის – ან ბრძოლაში, ან ტყვია შუბლში“.
პაციენტი 4
ფრანც კაფკა
ჩეხი მწერალი (1883-1924წწ)
დიაგნოზი: გამოკვეთილი ნევროზი, ფუნქციონალური ხასიათის ფსიქოსტენია, არაპერიოდული დეპრესიული მდგომარეობა.
სიმპთომები: აღგზნებულობა, რომელიც არეული იყო აპათიის შეტევებში, ძილის დარღვევა, გადამეტებული შიშები, ინტიმურ სფეროში ფსოიქოსომატიკური სირთულეები.
ავადმყოფობის ისტორია: კაფკას ღრმა ფსიქოლოგიური ჩავარდნების ფესვები დასაწყისს იღებენ მამასთან კონფლიქტში, ოჯახთან რთულ ურთიერთობებში და რთულ, არეულ სასიყვარულო ისტორიებში. მწერლობას მის ოჯახში არ მიესალმებოდნენ და მას ჩუმად უწევდა ამის კეთება.
„ჩემთვის ეს საშინელი ორმაგი ცხოვრებაა, – წერდა ის დღიურში, – საიდანაც, ალბათ, მხოლოდ ერთი გამოსავალია – სიგიჟე“.
როდესაც მამა აიძულებდა, რომ შვილს სამსახურის შემდეგ სისულელეების ნაცვლად მის დახლზე ემუშავა, ფრანცმა გადაწყვიტა, თავი მოეკლა და გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა მეგობარ მაქს ბროდს. „ბოლო მომენტში მე მოვახერხე ჩავრეულიყავი და დამეცვა იგი „მოსიყვარულე მშობელებისაგან“, – წერს მაქს ბროდი კაფკაზე დაწერილ წიგნში. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღინიშნებოდა ღრმა და გაწონასწორებული სიმშვიდის პერიოდები, რომლებიც იცვლებოდა ასევე ხანგრძლივი ავადმყოფური პერიოდებით.
აი სტროფები მისი „დღიურებიდან“, რომლებიც ნათლად ასახავენ მის შინაგან ბრძოლას: „მე არ შემიძლია ძილი. მხოლოდ მოლანდებები, არავითარი ძილი. მთელი ჩემი შინაგანი არსის უცნაური არასტაბილურობა. საშინელი სამყარო, რომელსაც მე თავში ვატარებ. როგორ განვთავისუფლდე მისგან და გავანთავისუფლო ის ისე, რომ არ დაინგრეს?“
მწერალი ორმოცდაერთი წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. სამი თვე ის აგონიაში იმყოფებოდა: ნადგურდებოდა არა მარტო ორგანიზმით, არამედ გონებითაც.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: კაფკა ცხოვრებისას არ ყოფილა ცნობილი, ნაკლებად იბეჭდებოდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მწერლის შემოქმედებამ მკითხველი დაიპყრო ლიტერატურაში ახალი მიმდინარეობით. კაფკასეული სასოწარკვეთილობის სამყარო, შეძრწუნებები და გამოუვალობა გასცდნენ მისი შემქმნელის პირად დრამებს და გადაიქცნენ „დიაგნოზიანი ლიტერატურის“ ახალი ესთეტიკური მიმართულების საფუძვლებად, რომელიც ძალიან დამახასიათებელი იყო XX საუკუნისთვის, რომელმაც დაკარგა ღმერთი და სანაცვლოდ მიიღო არსებობის აბსურდი.
პაციენტი 5
ჯონათან სვიფტი
ირლანდიელი მწერალი (1667-1745წწ)
დიაგნოზი: პიკის, ანუ ალცგეიმერის ავადმყოფობა – სპეციალისტები კამათობენ.
სიმპტომები: თავბრუსხვევები, სივრცეში დეზორიენტაცია, მეხსიერების დაკარგვა, გარშემომყოფი ხალხისა და ნივთების ვერცნობა, ადამიანის მეტყველების აზრის შეუცნობლობა.
ავადმყოფობის ისტორია: სიმპტომების თანამიმდევრული გაძლიერება, რომლებმაც მისი სიცოცხლის ბოლოსთვის აზროვნების სრული დაქვეითება გამოიწვიეს.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: პოლიტიკური სატირის ახალი ფორმა. „გულივერის მოგზაურობა“, უდაოდ, ეს არ იყო განათლებული ინტელექტუალის პირველი სარკაზმული შეხედულება არსებულ რეალობაზე. თუმცა, ნოვატორობა აქ შეხედულებებში კი არ არის, არამედ ოპტიკაშია. იმ დროს, როცა სხვა გამქილიკებლები სამყაროს უყურებდნენ გამადიდებელი შუშით, ან ტელესკოპით, წმინდა პატრიკის ტაძრის დეკანმა ამისათვის შექმნა ლინზა უცნაურად გამრუდებული შუშით. შემდგომში ამ ლინზით სიამოვნებით სარგებლობდნენ ნიკოლაი გოგოლი და სალტიკოვ–შედრინი.
პაციენტი 6
ჟან–ჟაკ რუსო
ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი (1712-1778წწ)
დიაგნოზი: პარანოია
სიმპთომები: დევნის მანია.
ავადმყოფობის ისტორია: მწერლის მხრიდან ეკლესიასთან და მთავრობასთან კონფლიქტის გამო (სათავე 1760–იან წლებში ჩაეყარა, „ემილი, ან აღზრდაზე“ წიგნის გამოსვლის შემდეგ) რუსოსთვის თავიდანვე დამახასიათებელმა ეჭვიანობის თვისებამ ახალი, ავადმყოფური, უკიდურესად მტკივნეული ფორმები მიიღო. იგი დევნილის წესის ცხოვრებით ცხოვრობდა და დიდხანს არსად არ ჩერდებოდა. მას ეჩვენებოდა, რომ მისი ყველა მეგობარი და ნაცნობი მის წინააღმდეგ ბოროტებას გეგმავდა, რამეთუ მუდმივად რაღაც ეჭვები ჰქონდათ მის მიმართ. ასე, ერთხელ რუსომ გადაწყვიტა, რომ სასახლის მეპატრონეები, რომელშიც ის ერთ დროს სტუმრობდა, ადანაშაულებდნენ მას მოსამსახურის მოწამვლაში და მოითხოვა გარდაცვლილის გაკვეთა.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: პედაგოგიური რეფორმა. ბავშვთა აღზრდის თანამედროვე მეთოდოლოგიები მრავალ პუნქტში იმეორებენ „ემილს“: აღზრდის რეპრესიული მეთოდის სანაცვლოდ რუსო გვთავაზობს წახალისებისა და მოალერსების მეთოდს; იგი ვარაუდობდა, რომ ბავშვი უნდა გავანთავისუფლოთ ფაქტების მექანიკური დაზეპირებისაგან და ამის სანაცვლოდ ყველაფერი უნდა ავუხსნათ მაგალითებზე და ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი მზად იქნება ახალი ინფორმაციის მისაღებად; პედაგოგიკის ამოცანად რუსო მიიჩნევდა ბუნებისგან ჩადებული ტალანტების განვითარებას და არა პიროვნების კორექტირებას. ლიტერატურული გმირის ახალი სახე და ლიტერატურული მიმართულებები. რუსოს ფანტაზიის ლამაზი ქმნილებაა – მტირალი „ველური“, რომელიც ხელმძღვანელობს არა გონებით, არამედ გრძნობებით (თუმცა, მაღალი მორალის გრძნობებით) – შემდეგ კი ვითარდებოდა, იზრდებოდა და ბერდებოდა სენტიმენტალიზმისა და რომანტიზმის ჩარჩოებში. სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა პირდაპირ გამომდინარეობდა თხზულებიდან „საზოგადოებრივი შეთანხმების შესახებ“. რევოლუციის იდეა (ზუსტად რუსოს იდეებით იყვნენ შთაგონებულნი საფრანგეთის დიდი რევოლუციის ლიდერები; როგორი პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, თვითონ რუსო ამგვარი რადიკალური მეთოდების ყოველთვის წინააღმდეგი იყო).
პაციენტი 7
ნიკოლაი გოგოლი
რუსი მწერალი (1809-1852წწ)
დიაგნოზი: შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი.
სიმპტომები: მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები. აპათიისა და აზროვნების ჩამორჩენილობის პერიოდები (სრულ გაუნძრევლობამდე და გარე გამაღიზიანებლებზე რეაქციების არქონამდე), რომლებიც იცვლებოდა აღგზნებულობის შეტევებით; დეპრესიული მდგომარეობა; იპოქონდრია მწვავე ფორმებში (დიდი მწერალი დარწმუნებული იყო, რომ მის სხეულში ყველა ორგანო ცოტათი ჩაჩოჩებული იყო, ხოლო კუჭი საერთოდ „უკუღმა“ იყო); კლაუსტროფობია.
ავადმყოფობის ისტორია: შიზოფრენიის სხვადასხვა გამოვლინებები ყოველთვის თან სდევდნენ გოგოლს, მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, სიცოცხლის ბოლო წელს ავადმყოფობა განსაკუთრებით პროგრესირებდა. 1852 წლის 26 იანვარს მუცლის ტიფით გარდაიცვალა მისი მეგობრის და ეკატერინე მიხეილის ასული ხომიაკოვა და ამ სიკვდილმა მწერალში იპოქონდრიის უმწვავესი შეტევა გამოიწვია. გოგოლი უწყვეტ ლოცვებში გადავარდა, პრაკტიკულად აღარ იკვებებოდა, გამოთქვამდა უკმაყოფილებას ფიზიკურ სისუსტესთან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ სასიკვდილოდაა დაავადებული. თუმცა, ექიმები მის ჯანმრთელობაში კუჭის მცირედი აშლილობის გარდა ვერაფერს პოულობდნენ. 11–დან 12 თებერვლის ღამეს მწერალმა დაწვა ყველა ხელნაწერი (მომდევნო დილას მან ასეთი საქციელი ეშმაკის ქმედებას დააბრალა), შემდეგ მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. მკურნალობამ (არცთუ ისეთი, მაგრამ პროფესიონალური: წურბელები ცხვირის ნესტოებში, ცივი ზეწრების შემოხვევა და თავის გაყინულ წყალში ჩაყოფა) დადებითი შედეგები ვერ გამოიღო. 1852 წლის 21 თებერვალს მწერალი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზები დღემდე უცნობია. თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ გოგოლმა საკუთარი თავი როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ გამოფიტვამდე მიიყვანა – არ არის გამორიცხული, რომ ფსიქიატრის თავისდროული ჩარევა შეუნარჩუნებდა მას სიცოცხლეს.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: პატარა ადამიანისადმი(რიგითი მომხმარებელი) სპეციფიკური სიყვარული. რომელიც, ნახევრად გულაყრისა და, მეორე მხრივ, შეცოდებისგან შედგებოდა. საოცრად ზუსტად ნაპოვნი რუსული პერსონაჟების ბუკეტი. გოგოლმა შეიმუშავა რამდენიმე სამსახიობო მეთოდი (ყველაზე მკაფიოა – „მკვდარი სულების“ პერსონაჟები), რომლებიც დღემდე სავსებით აქტუალურია.
პაციენტი 8
გი დე მოპასანი
ფრანგი მწერალი (1850-1893წწ)
დიაგნოზი: ტვინის პროგრესული პარალიჩი.
სიმპთომები: იპოქონდრია, სუიციდური მიდრეკილებები, აგრესიულობის შეტევები, ბოდვა, ჰალუცინაციები.
ავადმყოფობის ისტორია: გი დე მოპასანი მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა იპოქონდრიით: მას ძალიან ეშინოდა გაგიჟების. 1884 წლიდან მოპასანს დაეწყო ხშირი ნერვიული აშლილობის შეტევები და ჰალუცინაციები. უკიდურესი ნერვული აშლილობის დროს მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა (ერთხელ რევოლვერის დახმარებით, მეორედ – ქაღალდის დასაჭრელი დანით და ორივეჯერ უშედეგოდ). 1891 წელს მწერალი მოათავსეს ექიმ ბლანშის კლინიკაში, პასიში – სწორედ იქ გალია მან ცხოვრება ნახევრად ცნობიერ მდგომარეობაში.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: ფიზიოლოგიზმი და ნატურალიზმი (მათ შორის ეროტიკული) ლიტერატურაში. მოთხოვნილება, მუდამ ებრძოლო სულიერების არმქონე მომხმარებელ საზოგადოებას („საყვარელი მეგობრების“თავისებურ ჯამბაზებს გულდასმით ანსახიერებენ დღეს ცოცხალი ფრანგი მწერლები: მიშელ ელბეკი და ფრედერიკ ბეგბედერი, ცდილობს, არ ჩამორჩეს ჩვენი სერგეი მინაევიც).
პაციენტი 9
ვირჯინია ვულფი
ინგლისელი მწერალი (1882-1941წწ)
დიაგნოზი: დეპრესია, ჰალუცინაციები, კოშმარები.
სიმპთომები: ღრმა დეპრესიაში ყოფნისას, ვირჯინია უჩიოდა იმას, რომ მუდმივად „ესმის ფრინველთა ხმა, რომლებიც გალობენ ძველი საბერძნეთის ზეთისხილის ხეებზე“. ხშირად და დიდხანს ვერ მუშაობდა უძილობისა და კოშმარების გამო. ბავშობიდანვე აწუხებდა სუიციდური მიდრეკილებები.
ავადმყოფობის ისტორია: როდესაც ვირჯინიას 13 წელი შეუსრულდა, მისი გაუპატიურება სცადეს ბიძაშვილებმა, რომლებიც მათთან სახლში სტუმრობდნენ. ამან საფუძველი დაუდო მამაკაცების აუტანლობასა და მათთან ურთიერთობის ფიზიკური მხარის მიუღებლობას, ვირჯინიას მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ ინციდენტის შემდეგ ძალიან მალე, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა მისი დედა.
გოგონამ სასოწარკვეთილებისაგან თავის მოკვლა გადაწყვიტა. იგი გადაარჩინეს, მაგრამ ღრმა და ხანგრძლივი დეპრესია მას შემდეგ გახდამისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ფსიქიკური აშლილობის ძლიერმა შეტევამ მოუსწრო მას 1904 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ.
ღიად ემოციური წერილები და ვირჯინია ვულფის ნაწარმოებები იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ იგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. თუმცა, ეს სრულიად ასეც არ არის. ბავშვობაში გადატანილი ტრავმის შედეგად, იმ შიშის შედეგად, რომელიც მან განიცადა მამაკაცების მიმართ და მათ საზოგადოებაში, ის იყვარებდა ქალებს – მაგრამ ყველანაირი სიახლოვის მიმართ განიცდიდა ზიზღს, მათ შორის ქალებთანაც. ვერ იტანდა მოხვევებს და ხელის ჩამორთმევის უფლებასაც კი არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 29 წლის მანძილზე დაქორწინებული იყო ლეონარდ ბულფზე (თანაც ეს ქორწინება ითვლება სამაგალითოდ ერთგულებისა და მეუღლეების ერთმანეთისადმი ემოციური მხარდაჭერის თვალსაზრისით), რიგი ცნობის მიხედვით, მწერალმა მაინც ვერ დაამყარა ცოლ–ქმრული ურთიერთობა საკუთარ მეუღლესთან.
1941 წლის დასაწყისში ლონდონის ღამის დაბომბვის შედეგად დაინგრა მწერალის სახლი, დაიწვა მისი ბიბლიოთეკა, კინაღამ დაიღუპა მისი ქმარი – ყველაფერმა ამან საბოლოოდ მოშალა მისი ნერვული სისტემა, ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მას ემკურნალა ფსიქიატრიულ კლინიკაში. იმის გამო, რომ მას არ სურდა, ქმარს მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაეტარებინა მის მოვლაში, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მწერლის გონებრივ აშლილობასთან, 1941 წლის 28 მარტს მან აღასრულა ის, რასაც ხშირად აღწერდა საკუთარ ნაწარმოებებში და რეალურ ცხოვრებაშიც უცდია – თავი მოიკლა, თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: ნოვატორობა მოსული ცხოვრებისეული საზრუნავის გადმოცემის მეთოდებში, გმირების შინაგანი სამყაროს გადმოცემაში, ცნობიერების გარდატეხის მრავალი გზების აღწერაში – ვირჯინია ვულფის ნაწარმოებები შესულია ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში და მრავალი მისი თანამედროვე აღაფრთოვანა. ტოლსტოის ერთგულმა მოწაფემ ინგლისურ პროზაში უბადლოებამდე მიიყვანა „შინაგანი მონოლოგი“.
პაციენტი 10
სერგეი იესენინი
რუსი პოეტი (1895-1925წწ)
დიაგნოზი: ბიპოლარული აფექტური აშლილობა (ბაა).
სიმპთომები: დევნის მანია, გაცხარების მოულოდნელი აფეთქებები, არაადეკვატური ქცევები (პოეტი ხალხის თვალწინ ლეწავდა ავეჯს, ამსხვრევდა სარკეებს და ჭურჭელს, იძახდა შეურაწმყოფელ ფრაზებს). ანატოლი მარიენგოფმა მონდომებით აღწერა ესენინის რამოდენიმე ნერვული აშლილობის ფაქტი.
ავადმყოფობის ისტორია: ნერვული აშლილობის ხშირი განმეორების გამო, რომელიც როგორც წესი გამოწვეული იყო ალკოჰოლის უზომო რაოდენობის მიღებით, ესენინმა რამოდენიმეჯერ გაიარა მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში – რუსეთსა და საფრანგეთში. სამწუხაროდ, მკურნალობამ ვერ იქონია მწერალზე დადებითი გავლენა: პროფესორ განუშკინის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ერთ თვეში ესენინმა თავი მოიკლა. მან თავი ჩამოიხჩო გათბობის მილზე, ქალაქ ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“.
მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: ახალი ინტონაციები პოეზიაში. ესენინმა ცრემლი და ზლუქუნი სტილისტურ ნორმად გადააქცია სოფლისადმი და სოფლის მაცხოვრებლისადმი სიყვარულში (მისი პირდაპირი მიმდევრები, არა სტილისტიკაში, არამედ იდეოლოგიური აზრით – „მესოფლელეები“). ესენინმა, რომელიც ბევრს მუშაობდა ქალაქური ხულიგანური რომანსის ჟანრში, ფაქტიურად დაამკვიდრა თანამედროვე რუსული შანსონის კანონები.