ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების კონცერტი
20 თებერვალს, 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების კონცერტი გაიმართება. ნიჭიერთა ათწლედის სახელით ცნობილ ზ.ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში 73 წლის განმავლობაში მომავალ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა აღიზარდა. სასწავლებელი მუშაობდა ჯერ 10- წლიანი, შემდგომ 11 -წლიანი, ამჟამად კი – 12 -წლიანი სასწავლო გეგმებით. თუმცა, თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებებისა და, შესაბამისად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, სასწავლებელმა განსხვავებული ხანგრძლივობის სამუსიკო – საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. აქ წარმატებით იმართება ორკესტრის საშინაო და საგარეო კონცერტები, საგუნდო და შერეული ანსამბლების კონცერტები.