მომიტინგეებმა ლვოვში მილიციის სამმართველო დაიკავეს

    მომიტინგეებმა ლვოვში მილიციის სამმართველო დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სტეპან ბანდერას ქუჩაზე მდებარე მილიციის შენობის პირველ სართულზე ჩამტვრეულია ფანჯრები და შესასავლელი კარი. შენობის კიბეებზე კი დოკუმენტებია მობნეული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტებმა მილიციის შენობაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები