მარგველაშვილი იანუკოვიჩს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

   საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩს მომიტინგეების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “მინდა, გამოვხატო უაღრესი შეშფოთება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ამ მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანი დაიჭრა. მინდა, გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს. მიმაჩნია, რომ სიტუაცია კიევში საგანგაშოა. მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ მანამდეც გავუსვით ხაზი, რომ უმაღლეს ხელისუფალთათვის ყველაზე მაღალი ღირებულება არის ადამიანთა სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები