პუტინი კიევის მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ექსტრემისტებს" აკისრებს

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიევის მოვლენებზე პასუხისმგებლობას “ექსტრემისტებს” აკისრებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. “პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ იმ მოვლენებზე, რომელსაც უკრაინაში აქვს ადგილი, პასუხისმგებლობა ექსტრემისტებს ეკისრებათ. მოსკოვი მხარს უჭერდა და ახლაც უჭერს უკრაინაში ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს”, -განაცხადა პესკოვმა. პესკოვის თქმით, რუსეთი გმობს ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა “რადიკალურად განწყობილი ელემენტების მხრიდან”. მანვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ წუხელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. “რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას არ აძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ეს არც ამჯერად მომხდარა და ამას არც მომავალში აპირებს”,- განაცხადა პესკოვმა, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები