"ტიტუშკებმა" ორი ადამიანი მოკლეს

 დიდ-ჟიტომირსკიზე ე.წ. ტიტუშკებმა ორი ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის ერთი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ევრომაიდნის ფეისბუქის გვერდზე სერგეი მორგუნოვზე დაყრდნობით ვრცელდება. ,,ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორის მდგომარეობა არ იციან. ცხოვრებაში პირველად გავიგე ტყვიების წუილი. მოკლული ჩემს პირდაპირ იდგა. მე მანქანის უკან დამალვა მოვასწარი“, – ამბობს მორგუნოვი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ორი აქტივისტი მიწაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები