გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის სხდომაზე ბოთლი ესროლა

   პარლამენტის სხდომათა დარბაზში გიორგი ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძეს ბოთლი ესროლა. დაპირისპირება საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს მოხდა. გია ცაგარეიშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც აკაკი ბობოხიძის რეპლიკა მოჰყვა. მან ცაგარეიშვილს ცუგა უწოდა, რის შემდეგაც ცაგარეიშვილმა აკაკი ბობოხიძის მისამართით “ბორჯომის” ბოთლი ისროლა. ბობოხიძეს ბოთლი არ მოხვედრია. გიორგი ცაგარეიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები