შსს-მ უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალაქ ახალციხეში მცხოვრები, 1943 წელს დაბადებული ალი დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ასპინძის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე, ე.წ. „ზედა რაყისი“-ს ტერიტორიაზე, ალი დ-ს საზაფხულო ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 98 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dpPpqkmjBIA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები