ბათუმში საავტომობილო გზა გადაკეტეს – რას ითხოვს მოსახლეობა?

  იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა დღეს ბათუმში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ჟუჟუნა ჯიჯავაძეს, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ჯიჯავაძე საკუთარი სახლიდან პოლიციის დახმარებით ორი კვირის წინ გამოასახლეს.
ჟუჟუნა ჯიჯავაძის განმარტებით, ოჯახმა, იპოთეკური სესხის სახით, კერძო იპოთეკარისაგან 35 000 დოლარი ისესხა; შეთანხმების თანახმად, 6 თვეში უკან 42 000 დოლარი უნდა დაებრუნებინა. ვადის გასვლის შემდეგ, მევალემ ფულის აღებაზე უარი განაცხადა და იპოთეკით დატვირთული ბინა საკუთრებაში გადაიფორმა.
ჯიჯავაძის მეზობლებს მიაჩნიათ, რომ მევახშეები თაღლითური სქემით მოქმედებენ, ამიტომ სახლში ახალი მფლობელის შეშვებას არ აპირებენ.
დაზარალებულები თაღლითური სქემის გამოძიებას ითხოვენ. სახელმწიფოს კვლავ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები