ირაკლი ღარიბაშვილი გურამ ფირცხალავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ–მინისტრი გურამ ფირცხალავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გურამ ფირცხალავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.
გურამ ფირცხალავამ თავისი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში.
როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, გურამ ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – იგი გამოირჩეოდა მკაფიო სამოქალაქო პოზიციით, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად იცავდა.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს ნიჭიერი მსხიობისა და შესანიშნავი ადამიანის გურამ ფირცხალავას გარდაცვალებას”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.