ქართველი ფალავანი 28 წლის გურამ გუგენიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

  შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი ფალავანი გურამ გუგენიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
სახელოვანი სპორტსმენი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გურამ გუგენიშვილი М-1 Challenge-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს არაერთი წლის განმავლობაში ფლობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოდიოდა ერთ-ერთი წარმატებული უკრაინული კლუბის სახელით, ბოლო რამდენიმე თვეა, მშობლიურ რუსთავში თავად დააარსა გუნდი და თავადაც ამ კლუბის სახელის ქვეშ ასპარეზობდა. 28 წლის გუგენიშვილი მომავალ ბრძოლას 2015 წლის გაზაფხულზე გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები