ევროპარლამენტი უკრაინის მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავს
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტი რამდენიმე საათში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. განცხადებებს პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბრუკი გააკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის წარმომადგენლები განცხადებას უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩასვლასთან დაკავშირებით გააკეთებენ და მოითხოვენ სანქციების დაწესებას იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ძალადობის გაღვივებაში არიან დამნაშავენი.