არაგვის ხეობაში დასუფთავების აქცია გაიმართა
დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, დღეს არაგვის ხეობაში, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, სოფელ მისაქციელის მოსახლეობამ და მოხალისეებმა.
დასუფთავების დღევანდელი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ერთი მხრივ, შეურთდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას – „საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან“, მეორე მხრივ კი, საზოგადოებასა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაბინძურებისგან დაიცვან არაგვის ხეობის ის ადგილები, საიდანაც თბილისი, მცხეთა და მათი შემოგარენი სასმელი წყლით მარაგდება.