„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რომ დეპუტატების კითხვებს უპასუხოს“

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის ფორმატზე დეპუტატები ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, უმცირესობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ფორმატის საბოლოო ვარიანტი ხვალ შეჯერდება.
“პრეზიდენტის გამოსვლა 21 თებერვალს, 14 :00 საათზე, შედგება. ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ პროცესებს ითვალისწინებს, ფრაქციებისა და დეპუტატების გამოსვლის საკითხზე ხვალ ვიმსჯელებთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, ბოლომდე მოგვისმინოს და საჭიროების შემთხვევაში, დეპუტატების კითხვებს უპასუხოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლაზე პარლამენტში დიპლომატები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვა თანამდებობის პირები არიან მიწვეულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები