ვიქტორ დოლიძე: ფრაქციას “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად, “თავისუფალი დემოკრატები” დაერქმევა
საპარლამენტო უმრავლესობიდან „თავისუფალი დემოკრატების” გასვლის საკითხი საკანონმდებლო ორგანიზაციაში დღეს განიხილება – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფრაქციის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14.00 საათზე დაიწყება.
როგორც ვიქტორ დოლიძე აცხადებს, დღის წესრიგში, პირველ რიგში, უმრავლესობიდან გასვლის საკითხი დგას.
„ ეს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება, რაც მათ შორის სახელის შეცვლასაც გულისხმობს.
ფრაქციას “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად, “თავისუფალი დემოკრატები” დაერქმევა. ფრაქციის სხდომაზე გედევან ფოფხაძის საკითხიც გადაწყდება, დარჩება თუ არა უმრავლესობაში“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთანავე, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი იქნება.