საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მრბოლელმა წრიულ რბოლაში წარმატებით იასპარეზა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მრბოლელმა დავით აფციაურმა გასვლით ტურში, საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მე-6 ეტაპზე იასპარეზა. შს სამინისტროს ცნობით, აფციაურმა წარმატებას მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ჯილდოდ ჩემპიონატის თასი გადაეცა. რბოლა „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით „ფორმულას“ ტრასაზე თურქეთში, სტამბოლის „ისტანბულ პარკში“ ჩატარდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საპატრულო პოლიციის სახელით დავით აფციაურმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა კლასის რბოლებში მონაწილეობას.
დავით აფციაური პროფესიონალი მრბოლელია. იგი როგორც „ლეგენდის“, ასევე „ფორმულა ალფას“ კლასის ავტომობილებით ასპარეზობს.