უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი წარმოშობით გაგრიდან იყო

53 წლის ზურაბ ხურცია, რომელიც კიევში აქციის დარბევის დროს გარდაიცვალა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა – ამის შესახებ ინფორმაცია ხურციას ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაახმაურეს. მათივე თქმით, ზურაბ ხურცია წარმოშობით გაგრიდან იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინაში ბიზნესით იყო დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხურცია დიაბეტით იყო დაავადებული და კიევში მიმდინარე აქციებზე არ დადიოდა.
„ზურა ბოლო დროს ავადმყოფობდა, მას დიაბეტი ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ავადმყოფობა გამხდარიყო. როგორც ვიცი, ის მიტინგებზე არ დადიოდა,“- აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ გაავრცელა. მისი თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები