თინა ხიდაშელი – მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები

მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ხიდაშელი აღნიშნული პოსტით, სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ “მთავრობას ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა“. “მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა. არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია. აი პირიქით კი რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი ამბიციური კი კარგია“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები