ირაკლი ალასანიას პარტია განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი იქნებიან პრინციპულები, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა საქმე და სიმართლე გაირკვეს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების – თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმდინარეობდა ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია. ამგვარმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, თავდაცვის უწყებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან პატიმრობაში. ჩვენ, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით პრინციპულები, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა საქმე და გაირკვეს სიმართლე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარალელურად, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ინარჩუნებენ საპარლამენტო თანამდებობებს და პარლამენტში გაატარებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები