ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლორა თაკს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში გზების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტებისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამას. პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები