პრემიერი დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.