“თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დიმიტრი კვერღელიძემ პარტია დატოვა. მისივე განცხადებით, პარტიას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.
ამასთან, კვერღელიძე არ გამორიცხავს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი გახდეს. “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება” და მე, როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და, ამავდროულად, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მინდა გავაკეთო განცხადება და გითხრათ ჩემი მოსაზრება: პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად კოალიციის შექმნამდე დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის, “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ. ირაკლი ალასანიასთან ერთად დავიწყეთ ბრძოლა იმ არადემოკრატიული კურსის წინაშე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები