ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძე გარდაიცვალა

ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძე შემდეგ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა დაუდასტურა. მისი თქმით, რეზო ჭოხონელიძე საკუთარ სახლში დღეს დილით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რევაზ ჭოხონელიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი და ანსამბლ “ერისიონის” მთავარი ქორეოგრაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები