თედო ჯაფარიძე: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი არ მაქვს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი არ აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე პირადად მასთან საუბარი ამ დრომდე არ ყოფილა.
მისივე შეფასებით, ყველა ის კანდიდატურა, რომლის გვარიც ახალ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დასახელდა, ღირსეულია.
“ყველა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატურად დასახელდა, რა თქმა უნდა, ღირსეულია, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები არიან. თავად მე კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ. უკვე ვიყავი ბევრ პოსტზე, ამიტომ, ალბათ, არის დრო, ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი ახალმა თაობამ აიღოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.
არსებული ინფორმაციით, კოალიციის პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მაია ფანჯიკიძის შემცვლელის კანდიდატურაზე დასახელდნენ დიპლომატები: დავით ჩიკვილაძე, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მანაგაძე და თავად თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები