ლექსო თამაზაშვილი: მეგობრებო, არ გემშვიდობებით, დროებით…

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლექსო თამაზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სახელისუფლებო გუნდში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ გულის სწყდება იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ხდება. თამაზაშვილი ცხელ გულზე ნათქვამს უწოდებს უკვე ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მისივე თქმით, თუ ამ არჩევანს რაიმე საფრთხე დაემუქრება, სავარაუდოდ, მსგავსი “დაუფიქრებელი და ემოციებს აყოლილი“ განცხადებების შედეგი იქნება.
“გული მწყდება იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ხდება. გული მწყდება, პირველ რიგში, ჩვენს თანამებრძოლებზე, კოლეგებზე, რომლებსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ და მეგობრებად მივიჩნევ… ვისთან ერთადაც ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ დამნაშავეთა მოძრაობა, სააკაშვილის მეთაურობით. მესმის, რომ დგება პერიოდი, როდესაც რაღაც უნდა გადაწყვიტო… ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს დრო დადგა… სწორია ეს თუ არასწორი ამას დრო გვიჩვენებს … როგორც მეგობრები და გუნდელები, თქვენ სწორედ მოიქეცით და მეც მასე მოვიქცეოდი, უბრალოდ, როცა სამშობლოს ეხება საქმე, მე მგონია, რომ პირადი ემოციები, სახელმწიფოებრივ აზროვნებას არ უნდა უშლიდეს ხელს… ცხელ გულზე ნათქვამს ჰგავს ის, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სიმართლესთან ახლოსაც არაა, მაგრამ თუ რაიმე საფრთხე დაემუქრა, ალბათ სწორედ მსგავსი დაუფიქრებელი და ემოციებს აყოლილი განცხადებებით… მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით გზაზე…იმ გზაზე, რომელიც ერთადერთია და ერთად გასავლელია!!! ეს არის საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ!!! P.S. მეგობრებო, არ გემშვიდობებით, დროებით!“,-წერს ლექსო თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები