ოპოზიციამ ქალებს და ბავშვებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა
ოპოზიციის ლიდერებმა მაიდანზე შეკრებილ ქალებს და ბავშვებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ვიტალი კლიჩკომ მაიდანს “თავისუფლების კუნძული” უწოდა. ოდესელებმა კიევისკენ გამზადებულ “ბერკუტელებს” ოდესიდან გზა გადაუკეტეს. კიევის “წითელი ჯვრის” განცხადებით, დემონსტრანტებს შორის დაშავებულებს ტრამვები ძირითადად თავის და თვალის არეში აღენიშნებათ. ამ დროისთვის კიევის მეტროპოლიტენის ყველა ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. დედაქალაქის მერმა ეს გადაწყვეტილება მიწისქვეშა ტრანსპორტში მოსალოდნელი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად მიიღო.