უკრაინაში აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ამ წუთებში ბერკუტმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აქციის წევრების დარბევა დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბერკუტის თანამშრომლებმა მომიტინგეების დაშლას ძალოვნები, წყლის ჭავლით ცდილობენ და ასევე ხალხის მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შინაგანი ჯარი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვან ხელყუმბარებს იყენებს. მაიდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა, რომელიც შეკრებილი ხალხის მიმართულებით მოძრაობს. აქციაზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი იმყოფება. მაიდანზე წყლის ჭავლის მანქანები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.
ინსტიტუტის ქუჩაზე კი ჯავშანტექნიკა დგას. მაიდანზე უკვე ჩანან დაჭრილები და დაშავებულები, რომლებიც პროფკავშირების სასახლიდან პერიოდულად გაჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები