ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს რეზიდენციაში 23.00 საათზე ელოდება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებით, ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებებს სთავაზობს.
“დღეს გადაწყდება, ხვალ როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ ან, არ გავიღვიძებთ. “ბერკუტის” და შინაგანი ჯარის თითოეული მებრძოლი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ იმოქმედოს, ეს ზუსტად ვიცი”, – განაცხადა ლუცენკომ.
კიევში, მაიდანზე შტურმი დაიწყო. ძალოვანები შეტევაზე ორი მხრიდან გადავიდნენ. შინაგანი ჯარი და სპეცრაზმი მაიდნისკენ ინსტიტუტის ქუჩიდან და ევროპის მოედნიდან მიემართება.