ნონა ყანდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის კანცელარიის პრესამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია ამის შესახებ „კვირას“ ნონა ყანდიაშვილმა თავად დაუდასტურა. მისი თქმით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 1 თებერვალს დატოვა, თუმცა ის კანცელარიაში სხვა პოზიციაზე გადავიდა.
„მთავრობის კანცელარიის პრესამსახურის უფროსის თანამდებობა 1 თებერვალს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე, თუმცა ვრჩები კანცელარიაში და მედიის მიმართულებით ვიმუშავებ, იმავე დღეს ხელშეკრულება მთავრობის კანცელარიაში კონსულტანტის თანამდებობაზე გამიფორმდა,“ – აღნიშნა ნონა ყანდიაშვილმა. მისი თქმით, მას უამრავი გეგმა აქვს განსახორციელებელი და ის მთავრობის კანცელარიაში კონსულტანტად, მედიის მიმართულებით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები