ისლამისტთა დაჯგუფება ტურისტებს ეგვიპტის დატოვებისკენ მოუწოდებს
ეგვიპტური ისლამისტთა დაჯგუფება “Ансар Бейт аль-Макдис”-ი ეგვიპტეში მყოფ უცხოელ ტურისტებს 20 თებერვლამდე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ისლამისტები, რომლებმაც ისრაელის საზღვართან სამხრეთ კორეელი მომლოცველებით სავსე ავტობუსის აფეთქება აღიარეს, უცხოელებს ქვეყნის დროულად დატოვებას ურჩევენ. რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში თავი აიფეთქა, რასაც ორი ტურისტის და ავტობუსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათი ტურისტი კი დაშავდა.
ევიპტელი ექსტრემისტები გასული წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი თანამდებობას ჩამოაშორეს. მურსის შემდეგ ეგვიპტეში ისლამისტური ემირატის შექმნის საწინააღმდეგოდ ბრძოლა დაიწყეს. მებრძოლების წინააღმდეგ კაირომ სამხედრო დანაყოფები ჩართო. დანაყოფების წევრები დაჯავშნილი ტექნიკითა და სამხედრო ვერტმფრენებით არიან აღჭურვილი.
ქვეყანაში არასტაბილურობის მიუხედავად, ეგვიპტეს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.