გურამ მაჭარაშვილი – ხოშტარიაზე: მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება.

„ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობლემა რომ იყოს სამედიცინო მომსახურების მიწოდება ან საკვებთან დაკავშირებით რაიმე გამოწვევები, როგორ ჰგონია საზოგადოებას, რომ ელენე ხოშტარიათი გამოვიდოდა ინფორმაცია? მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა სამედიცინო სერვისით. მას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა, დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შეყვანამდე და ქრონიკული დაავადებები პერიოდულად მწვავდება, თუმცა ხოშტარიას გართულებები არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები