ამერიკელმა დამთვალიერებელმა მილიონ დოლარად შეფასებული ლარნაკი გატეხა

  აშშ-ის ფლორიდის შტატ მაიამიში მუზეუმის ერთ-ერთი დამთვალიერებელი უცხოელი მხატვრების ხშირმა გამოფენებმა აღაშფოთა. პერესის სახელობის მუზეუმში მაიამის მცხოვრებმა ცნობილი ჩინელი მხატვრის აი ვეივეის ერთ მილიონ დოლარად შეფასებული ლარნაკი პროტესტის ნიშნად გატეხა. აბსტრაქციონისტმა მაქსიმო კამინერომ მისი საქციელი იმით გაამართლა, რომ მუზეუმი მხოლოდ უცხ ქვეყნის მხატვრების გამოფენებს მასპინძლობს, ადგილობრივ შემოქმედებს კი ყურადღებას არ აქცევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები