სოფელ ხირსაში დამშრობი არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან იწმინდება

საქართველოს რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსას ტერიტორიაზე არსებულ დამშრობ არხს დანალექი გრუნტისგან წმენდს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი სრულად გათავისუფლდება დროთა განმავლობაში დალექილი ქვიშისა და ნაგვის ფენისგან, რაც წყლის შეგუბებას და მიმდინარე ტერიტორიების დაჭაობებას იწვევდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხში გამტარუნარიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შედეგად, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ თავიდან აიცილონ უხვი ნალექით გამოწვეული ზიანი და აწარმოონ ხარისხიანი მოსავალი.

სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები