საქსტატი: 2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან, – მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

საქსტატის ინფორმაციით, ვებ-გვერდით ან ვებ-საიტით უზრუნველყოფამ 15.3%, საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვებმა კი 6.4% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები