არჩილ გორდულაძე – გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სისხლის კალოს ატრიალებდა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ახლა ბედავს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სისხლის კალოს ატრიალებდა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ახლა ბედავს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  სახელმწიფოს რეაქცია მყისიერი იყო.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სისხლის კალოს ატრიალებდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ახლა ბედავს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს. მყისიერი იყო სახელმწიფოს რეაქცია, კანონი კანონობს. კანონის სიმკაცრით, ყველა ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მიუხედავად იმისა რა პოზიციაზე იქნება, რა თანამდებობაზე იქნება, რა პროფესიის იქნება, რა თქმა უნდა მიეცემა პასუხისგებაში. ამათი განცხადებები კიდევ ერთი ცრუ ნარატივის და კამპანიის ნაწილია, რომლითაც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მაგალითად, მეგი ქარდავა წარმოგვიჩინონ უფლებადამცველად. მათ ქმედებებზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ წამებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები