პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის საოლქო და ახალციხის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თამუნა მურჯიკნელმა და გრიგოლ კაპანაძემ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე – „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ და პროკურორის როლზე მართლმსაჯულების პროცესში.
„შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა. პროკურორებმა მოსწავლეების მიერ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.