პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე – ,,პროფესია პროკურორი” შეხვედრა გამართა. აქტივობა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის პროკურორის საქმიანობის აღწერასა და პროკურორის პროფესიის გაცნობას.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორმა ასევე ისაუბრა „ქურდული სამყაროს” წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ და ყურადღება გაამახვილა კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები