ბექა ძამაშვილი -„ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის”

,,ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ”, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ შეაფასა უკვე დამკვიდრებული ჩვენი შიდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა. საუბარი იყო 2014 წელს, 2020 წელს, 2021 წელს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ თემას ეხებოდა, და კონკრეტულ ამ საქმეზეც ევროპული სასამართლოს შეფასებაც იყო ზუსტად ასეთი – რომ ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, ამ კონკრეტულ საქმეშიც, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები