ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, გამოხატვის თავსუფლების შესახებ კანონის ის მუხლიც, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება სპეციალური ქვედანაყოფი შსს-ში და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან”

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.

„მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ის მუხლიც, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება ახლა ეს სპეციალური ქვედანაყოფი შსს-ში და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან, და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შეაფასა უკვე დამკვიდრებული ჩვენი შიდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა – საუბარი იყო 2014, 2020, 2021 წლების უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ თემას ეხებოდა, და კონკრეტულ ამ საქმეზეც ევროპული სასამართლოს შეფასებაც იყო ზუსტად ასეთი, რომ ქართულმა სასამართლოებმა ამ კონკრეტულ საქმეში ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები