დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება – გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს (ვიდეო)

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება – გასაღების ფაქტზე ხუთი მოქალაქე – ვლადიმერ ჩხიკვაძე, გაგა ჩხიკვაძე, შალვა ჩხიკვაძე, თეონა კილაძე და მაკა ტყაბლაძე დააკავეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კომპიუტერული ტექნიკით, სკანერით, საღებავებითა და სხვა საშუალებებით ახდენდნენ დიდი ოდენობით ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას, რასაც შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ.
“ბრალდებულებს დაკავების მომენტში თან ჰქონდათ ყალბი 100 ლარიანი კუპიურები. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფული მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება,“ – აცხადებენ უწყებაში.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kDoB7h7JEoI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები