რადამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა

უკრაინის უმაღლესი რადის აპარატმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების თაობაზე დებულება დაარეგისტრირა, – ამის შესახებ ფრაქცია “უდარის” დეპუტატმა ვალერი კარპუნცოვმა განაცხადა. “გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და დადგენილება დაარეგისტრირეს”, – განუცხადა “ინტერფაქს უკრაინას” კარპუნცოვმა. უკრაინის ოპოზიციამ უმაღლესი რადის ტრიბუნა რამდენიმე საათის წინ 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების დადგენილების რეგისტრაციის მოთხოვნით დაბლოკა. პარალელურად, რადის შენობის მახლობლად ძალოვანებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, მომიტინგეებმა კი მათ ქვები დაუშინეს. ბოლო ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 10-მდე დამონსტრანტია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები