“ამდენი გამოწვევის უკეთესად მართვისა და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა” – ქადაგიშვილი

“გამოწვევის უკეთესად მართვისა და უკეთესი კოორდინაციისთვის, საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სამართალდამცავი სტრუქტურების დამოუკიდებლობა ისეა მოწყობილი, რომ მათ თავიანთ ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობასთან ერთად გარკვეული კოორდინაცია აქვთ მუდმივად ხელისუფლებასთან, მთავრობასთან.

“ბუნებრივია, რომ ეს ასეც არის. ამიტომ, გარკვეულწილად, ამდენი გამოწვევის უკეთესად მართვისა და უკეთესი კოორდინაციისთვის, სწორედ საჭირო გახდა მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა. სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან, ვიცე-პრემიერის სტატუსით, რა თქმა უნდა, ეს კოორდინაცია ეფექტური იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები