დავით მათიკაშვილი: ვითომ პოლიტიკურ დუღილში ის რეალური სახე ჩნდება, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, ნული მხარდაჭერა და ნული პოლიტიკური დივიდენდი

“ალიანსის გაერთიანება-დაშლა არაერთხელ გვინახავს. ეკლექტური ძალა არიან, პრაქტიკულად, მხარდამჭერის არმქონე ძალები”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ვითომ პოლიტიკურ დუღილში ის რეალური სახე ჩნდება, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, ნული მხარდაჭერა და ნული პოლიტიკური დივიდენდი.

„ვინ ვისთანაც არის ასოცირებული, კარგად ვიცით, გახარიას პარტიამ „ნაცებთან“ არსებული კოალიციები როგორ შექმნა საკრებულოებში. ალიანსის გაერთიანება-დაშლა არაერთხელ გვინახავს. ეკლექტური ძალა არიან, პრაქტიკულად, მხარდამჭერის არმქონე ძალები. ამ ადამიანებს მხოლოდ სამშობლოს მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. მათი პოლიტიკური შედეგი ფიასკოსთვის არის განწირული, თუმცა ისევ ახალ ფანჩატურს მოძებნიან, შეიკრიბებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, ვინც უფრო ამბიციურია, ის გამოარჩიონ. ვითომ პოლიტიკურ დუღილში ის რეალური სახე ჩნდება, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, ნული მხარდაჭერა და ნული პოლიტიკური დივიდენდი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები