უკრაინის რადას ყველა შესასვლელი "ბერკუტმა" გადაკეტა
უკრაინის რადა დილიდან “ევრომაიდნელების” ალყაშია მოქცეული. პოლიცია და “ბერკუტის” ქვედანაყოფები დემონსტრანტებს უშუალოდ შენობასთან ახლოს არ უშვებენ. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მიმდინარეობს ლოკალური შეტაკებები, თუმცა ურთიერთობა სერიოზულ დაძაბულობაში ჯერჯერობით არ გადადის. პარალელურად, ოპოზიციონერი პარლამენტარები რადას დარბაზში სხდომის ჩაშლას ცდილობენ, რის გამოც მათ რადას ტრიბუნა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაბლოკეს.