ურუგვაიში მარიხუანის გაშენების კლუბები იხსნება

  მარიხუანის თანამიმდევრული ლეგალიზების სამთავრობო გეგმის ფარგლებში ურუგვაიში დაიწყო კლუბების რეგისტრაცია, რომელთა წევრებს მარიხუანის გაშენების უფლება აქვთ. კლუბში, რომელიც ლიცენზიას მიიღებს, 45-მდე ადამიანი გაწევრიანდება. კლუბის წევრებს კი ყოველწლიურად მარიხუანის 99 ბუჩქის გაშენების და სახლში მაქსიმუმ 480 გრამის მიღების უფლება ექნებათ. გარდა ამისა, მარიხუანის მინდორი სასწავლო დაწესებულებიდან და ნარკომანების რეაბილიტაციის ცენტრებიდან მინიმუმ 150 მეტრის მოშორებით უნდა იყოს განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ მარიხუანის წარმოება და რეალიზება გასული წლის დეკემბერში მოახდინა. აგვისტოში კი ძალაში კანონი შევიდა, რომლის თანახმად მოქალაქეებს სახლში ლეგალურად 6-მდე ბუჩქის გაზრდა შეუძლიათ. კანონმდებლობა ქვეყნის პრეზიდენტ ხოსე მუჰიკის ინიციატივით მოხდა. ცნობისთვის, მუჰიკი ამ წელს საკუთარ თანამდებობას ტოვებს, – წერს „ბი-ბი-სი“. პრეზიდენტის განცხადებით, თუ სახელმწიფო მარიხუანის გაშენების და რეალიზების კონტროლს დაამყარებს, ნარკომოვაჭრეებისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. „ნარკოტიკების მოხმარება – არ არის ყველაზე საშინელი რამ. რეალური პრობლემა – ნარკოტიკებით ვაჭრობაა“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ოფიციალური სტატისტიკით, ურიგვაიში მარიხუანას რეგულარულად 150 000 ადამიანი მოიხმარს.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ურუგვაიში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. კანდიდატების განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობის მიღების შემდეგ მარიხუანის ლეგალიზების შესახებ კანონმდებლობას შეცვლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები