ოპოზიციამ უკრაინის რადას ტრიბუნა და პრეზიდიუმი დაბლოკა
უკრაინის ოპოზიცია 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების თაობაზე დადგენილების რეგისტრაციას ითხოვს, რის გამოც მათ რადას ტრიბუნა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაბლოკეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უმაღლესი რადის აპარატი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები – ოლეგ ტიაგნიბოკი და არსენი იაცენიუკი – პარლამენტის სპიკერ ვლადიმერ რიბაკთან პირად შეხვედრას გამართავენ, რათა დაარწმუნონ ის, მოახდინოს დადგენილების რეგისტრაცია.