ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების შეთანხმება ძალაში შედის

  დღეს, 1 ნოემბერს, ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების შეთანხმება ძალაში ნაწილობრივ შედის. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დოკუმენტის ნაწილი, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას ითვალისწინებს, მინიმუმ 2015 წლამდე არ იმოქმედებს. კიევმა ამ ნაწილის რეალიზება მოსკოვის ზეწოლის ქვეშ გადადო. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის განცხადებით, მის ბაზარზე უკრაინის გავლით შესაძლოა, იაფფასიანი ევროპული საქონელი მოხვდეს.
ასოცირების შეთანხმების არსი სავაჭრო ურთიერთობების თანამიმდევრულ ლიბერალიზაციაში გამოიხატება. შედეგად ბრიუსელი ევროპულ ბაზარზე უკრაინული საქონლის თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი სთავაზობს კიევს ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ უკრაინა ევროპულ ეკონომიკურ კანონმდებლობას მოერგოს. საპასუხოდ, ევროკავშირი ითხოვს, რომ ქვეყანა, რომელმაც მასთან შეთანხმება გააფორმა, ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის სფეროში გარკვეულ სტანდარტებში ჯდებოდეს, კორუფციას ებრძოდეს, სამართლის უზენაესობას ამყარებდეს და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები